უხვგოლიანი მატჩი გაიმართა ევროპა ლიგის პლეი-ოფში, სადაც რომამ საკუთარ მოედანზე პორტოს უმასპინძლა, მეტოქე 3-2 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (4-3) 1/8 ფინალში გავიდა.
რომაელების მხრიდან დუბლი დიბალამ გაიფორმა, ხოლო ერთი გოლის გატანა პისილინმა შეძლო. სტუმრებიდან კი თავი სამუმ გამოიჩინა, ავტოგოლი კი რომას მცველმა, რენშმა მიითვალა.
კონფერენს ლიგაზე ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა (2-1) ვერ შეინარჩუნა, გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენთან დამატებით დროში 1-3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ორივე ქართველმა — ზივზივაძემ 120 წუთი ითამაშა, ხოლო გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა 106-ე წუთზე შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფლანგის მცველმა კოპენჰაგენს მეორე ტაიმის დებიუტში პენალტი მოუპოვა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.









