ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისს შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში ბიორნ იონსენმა გახსნა, რის შემდეგაც დინამო გააქტიურდა. გუნდი წაგებას თორნიკე მორჩილაძემ გადაარჩინა, რომელმაც პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თელავმა საკუთარ მოედანზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და გაგრა 4:0 გაანადგურა. ანგარიში მე-4 წუთზე გაბიტაშვილმა გახსნა.
გაგრას ვითარება მაშინ დამძიმდა, როცა მოედნიდან კლაუდინეი გააძევეს, თელავმა ამით ისარგებლა და კიდევ სამი ბურთი გაიტანა.









