ავსტრიის ქალაქ ლინცში ჯუდოს გრან პრი იმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებს.
90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველები გავიდნენ, თუმცა, ტატო გრიგალაშვილმა ასპარეზობა ვერ შეძლო და ოქროს მედალი გიორგი ჯაბნიაშვილს დარჩა.
გიორგი ჯაბნიაშვილმა ფინალამდე სერბი, უკრაინელი, იაპონელი და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა ფრანგ, იაპონელ, ავსტრიელ და სერბ ჯუდოკებს მოუგო. აღსანიშნავია, რომ ჯაბნიაშვილმა კარიერაში პირველად მოიპოვა გრან პრის ოქროს მედალი.
საქართველოს ნაკრებს დღეს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს — მძიმე წონაში 6 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ გურამ თუშიშვილი დაბრუნდა და ფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
ქართული ფინალი არ შედგა — გიორგი ჯაბნიაშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია









