ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა და საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.
ოქროსთვის ბრძოლაში ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი დაუპირისპირდნენ, სადაც ჩემპიონობა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ერგო.
ტატო გრიგალაშვილმა ფინალამდე ბრიტანელი, ჩეხი, ესპანელი და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხა. ლუკა ჯავახიშვილმა კი გერმანელ, იტალიელ, ისრაელელ და ფრანგ ძიუდოისტებს აჯობა.
ქართულ ფინალში გამოცდილმა ტატო გრიგალაშვილმა ახალგაზრდა მეტოქე იპონით დაამარცხა და კარიერაში მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა. ბოლო საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედლის შანსი აქვს — ბრინჯაოს მძიმე წონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი შეუტევს.









