დავითაშვილის ბორდო საკუთარ მოედანზე აიაჩოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო.
დავითაშვილმა 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა. მიმდინარე სეზონში დავითაშვილის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, ბორდოს კი ლიგა 1-ში დაწინაურების შანსი აღარ აქვს.
პოლონეთის ჩემპიონატში კრაკოვია გორნიკს დაუპირისპირდა და მარტივად, 5:0 დაამარცხა. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე იყო.
გარდა იმისა, რომ კაკაბაძემ გოლი გაიტანა, დაცვაში დამაჯერებლად ითამაშა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
31 ტურის შემდეგ, კაკაბაძის კრაკოვიას 36 ქულა აქვს და მე-12 ადგილს იკავებს.









