აზერბაიჯანის ჩემპიონატში გამართული შეხვედრა სუმგაიტსა და ზირას შორის საკმაოდ უხვოგლიანი და დრამატული გამოდგა. ეს გუნდები ერთმანეთს ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად ებრძვიან.
დაძაბული მატჩი ზირას გამარჯვებით 2:3 დასრულდა, რაშიც დიდი წვლილი ამ გუნდის ქართველმა ფეხბურთელებმა დავით ვოლკოვმა და გიორგი პაპუნაშვილმა შეიტანეს.
ვოლკოვმა გოლი 24-ე წუთზე გაიტანა და ზირა დააწინაურა, ანგარიში 2:2 იყო, როცა გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე პაპუნაშვილმა გაიტანა.
19 ტურის შემდეგ, ქართველების ზირას 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში ვოლკოვის ანგარიშზე 4 გოლია,პაპუნაშვილის კი 3.









