მოგეხსენებათ, ძაკარდო ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი აგენტია, რომელიც ქართველი შემტევის ნაპოლიში გადასვლისას, კლუბის ხელძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მამუკა ჯუღელთან ერთად აწარმოებდა.
LaGazzetta.ge ძაკარდოს დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა.
- ბოლო დროს, საქართველოს ხშირად სტუმრობთ. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ქვეყანაზე?
- პირველად საქართველოში მაშინ ჩამოვედი, როცა იტალიის ნაკრებში ვიყავი და საქართველოს წინააღმდეგ თამაში გვქონდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში თქვენს ქვეყანას რამდენჯერმე ვესტუმრე და საქართველოში თავს ისე კარგად ვგრძნობ, თითოქოს ჩემი მეორე სახლია. საქართველო ახლა ბევრად განვითარებული, სტუმართმოყვარე ქვეყანაა და იქ ყოფნა ძალიან მიყვარს ხოლმე.
- უშუალოდ საფეხბურთო კუთხით რას იტყოდით?
- ქვეყანასთან ერთად, ქართული ფეხბურთიც განვითარდა. სულ ახლახანს, ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ამასთანავე, კვარაცხელიას გარდა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია.
- მაგალითად, რომელს გამოარჩევდით?
- პირველ რიგში, კვარაცხელია, თუმცა ასევე გამოვყოფდი მამარდაშვილს, მიქაუტაძეს, დავითაშვილს, აზაროვს, კვერნაძესა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს.
- როგორც ვიცი, საქართველოსა და საბერძნეთის ფინალურ მატჩს დაესწარით. რას გვეტყვით გარემოსა და იმ ატმოსფეროზე, რომელიც "დინამო არენაზე" იყო შექმნილი?
- პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე საოცარი ატმოსფერო იყო. არცერთი გუნდი არ რისკავდა და დაცვითი თამაში მიდიოდა, საბოლოოდ პენალტებში საქართველომ მოიგო, თუმცა პატივისცემა საბერძნეთსაც, ასეთი ბრძოლისთვის. მატჩის შემდეგ, ხალხი სტადიონზე შევარდა, ყველა გაგიჟებული იყო. ეს დღე ჩემთვის მშვენიერ მოგონებად დარჩება.

- იყო თუ არა ეს ერთ-ერთი საუკეთესო გარემო სტადიონზე, რაც ოდესმე გინახავთ?
- რა თქმა უნდა, კი. საბედნიეროდ, რამდენიმე ფინალი მითამაშია, ასევე ფინალებს ტრიბუნიდანაც დავსწრებივარ, ამ მხრივ კი საქართველოს მატჩი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. თქვენ ეს წარმატება ნამდვილად დაიმსახურეთ.
- როგორც გამოცდილი ფეხბურთელი, თქვენი აზრით, რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე?
- იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა, მაგრამ ობიექტურად, ამ ჯგუფის მთავარი ფავორიტი პორტუგალიის ნაკრებია. ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- ზოგადად, ევროპის ჩემპიონატზე ვის მიიჩნევთ მთავარ ფავორიტად?
- ჩემთვის ფავორიტები საფრანგეთი და ინგლისი არიან. რაც შეეხება იტალიას, რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ სპალეტიმ ნაკრებში თავისი თავი იპოვნა, მოქმედი ჩემპიონები ვართ და ამ ევროპაზეც წარმატებით უნდა ვითამაშოთ.
- ნაპოლის ამ სეზონში ჩავარდნა აქვს, თუმცა კვარაცხელია მაინც კარგი სტატისტიკით გამოირჩევა - 10 გოლი, 6 ასისტი. როგორ შეაფასებდით ამ სეზონს გუნდისთვის და ფეხბურთელისთვის?
- გასულ სეზონში ნაპოლიმ სკუდეტო დამსახურებულად მოიგო, წელს სირთულეებს გადააწყდა და ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაციას ვერ ახერხებს. კვარაცხელია მაინც რჩება ჩემთვის საყვარელ ფეხბურთელად. ის საუკეთესო იყო როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე სეზონში. ბოლოსდაბოლოს, ყველაზე მეტი საგოლე მომენტი სერია ა-ში მას აქვს შექმნილი. როცა მის თამაშებს ვესწრები, გოლს სულ იტანს ხოლმე. კვარა ჯერ ახალგაზრდაა და განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს.

- რა არის თვისება, რის ხარჯზეც კვარაცხელია ასეთ დონეზე თამაშობს?
- გარდა იმისა, რომ კვარას კარგი ტექნიკური თვისებები აქვს, შეუძლია საგოლე გადაცემის გაკეთება და გოლის გატანა, ამასთანავე, ის უბრალო ბიჭია და ამიტომ უყვართ ნეაპოლში. ყველა თამაშში ის დიდ ძალისხმევას დებს, რაც დასაფასებელია.
- ბევრი რაფაელ ლეაოს და ხვიჩა კვარაცხელიას ერთმანეთს ადარებს, თქვენ რომელი გირჩევნიათ?
- ლეაო ფიზიკურად უფრო ძლიერი ფეხბურთელია, კვარაცხელია უფრო ტექნიკური. ჩვენ მიერ ზემოთ ნალაპარაკებიდან გამომდინარე, უკვე იცით, ვის ავირჩევ ამ ორს შორის.