საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ქართველების დაპირისპირება შედგა, სადაც პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მეცს უმასპინძლა.
დუეს, ბარკოლასა და რამოშის გოლებით, პარიზელებმა აუტსაიდერი მეცი მარტივად, 3:0 დაამარცხეს.
მეცის რიგებში გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ქვილითაია და აბუაშვილი კი შეცვლიდან შევიდნენ.
შეცვლიდან შევიდა პსჟ-ს შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც. ამ გამარჯვებით პსჟ ლიგა 1-ის ცხრილს სათავეში ჩაუდგა.









