ამ შეხვედრას ორიამგი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ერთმანეთს ნაპოლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია და ემპოლის ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის მომენტები არ ჰქონია და ემპოლი დაცვაში კარგად იდგა, ერთ ეპიზოდში პოლიტანოს წინააღმდეგ წესები დაირღვა და დაინიშნა პენალტი, რომელიც კვარაცხელიამ ზუსტად შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა გოგლიჩიძე დაცვაში სტაბილური იყო და თავისი თანამემამულის წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენა.
8 ტურის შემდეგ, ნაპოლის 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია, ემპოლი კი 10 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









