ცნობილმა სტატისტიკურმა კომპანიამ Transfermarkt საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ფასები შემოგვთავაზა.
მოგეხსენებათ, ამჟამად საფრანგეთში 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - ლიგა 1-ში კვარაცხელია, წიტაიშვილი და აბუაშვილი, ლიგა 2-ში კი ზურიკო დავითაშვილი.
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი არ შეცვლილა და კვლავ 90 მილიონი ევროა. დავითაშვილის ფასი კი 9 მილიონიდან 8 მილიონ ევრომდე დაეცა.
რაც შეეხება მეცის შემტევებს, წარმატებული მატჩების შემდეგ, გიორგი წიტაიშვილი ფასმა 2 მილიონიდან 2.5 მილიონ ევრომდე აიწია, გიორგი აბუაშვილის ფასი კი ერთი მილიონიდან 1.20 მილიონი ევრო გახდა.









