საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-6 ტურში ქართველების ჯახი შედგა — გიორგი მელიქიძის სტად ფრანსემ დავით ნინიაშვილის ლა როშელი მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 26-24 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ლელო მასპინძელთა ქართველმა პირველხაზელმა, გიორგი მელიქიძემ 37-ე წუთზე გიორგი მელიქიძემ დადო. მატჩის მიწურულს, 69-ე წუთზე კი თავი დავით ნინიაშვილმაც გამოიჩინა და ულამაზესი ლელო ჩაიწერა აქტივში.
6 მატჩის შემდეგ, სტად ფრანსეს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ლა როშელი 11 ქულით მე-11 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში გიორგი მელიქიძის გუნდი კასტრეს ესტუმრება, ხოლო დავით ნინიაშვილის გუნდი მონტაბანს მიიღებს.









