"მიქაუტაძე თავისი მრავალფეროვანი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ევროპის ნებისმიერ ტოპ გუნდს მოუხდებოდა. გოლის გატანა მისი ერთადერთი ძლიერი მხარე არ არის. ჟორჟი ლიონშია დაბადებული და ბევრი მას ბენზემას ადარებს. მისთვის იყო მნიშვნელოვანი მშობლიურ კლუბში დაბრუნება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ქართველმა ფორვარდმა ოლიმპიკი მაინც დატოვოს.
ამის მიზეზი არის რონული გუნდის რთული ფინანსური მდგომარეობა. ფრანგული გუნდის თავდამსხმელის გაფორმება სურს რომას, რომელიც მის სანაცვლოდ 30 მილიონს ჩამოდის. "ჯალორისის" გარდა, 24 წლის ფორვარდის სახელს ვესტ ჰემსაც უკავშირებენ", - აცხადებს ესპანელი ჟურნალისტი.











