ეროვნული ლიგის გასულ სეზონში, სამტრედია სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდა და 1:3 გაიმარჯვა. თორნიკე ახვლედიანმა გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, რევაზ ინჯგიას გადაცემით გაიტანა.
აღსანიშნავი ისაა, რომ ახვლედიანმა გოლის გატანამდე მაისური გაიხადა და ამის შემდეგ შეაგორა ბურთი კარში, მსაჯმა გოლი ჩათვალა, ახვლედიანს კი მაისურის გახდის გამო ყვითელი ბარათი მისცა.
ქართველი ფორვარდის ამ ჟესტს მთელი მსოფლიოს მაშტაბით უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და როგორც გაირკვა, ის, რაც მან გააკეთა, FIFA-ს წესებში საერთოდ არ იყო შეტანილი, რადგან მსგავსი პრეცენდენტი პირველად დაფიქსირდა.
სამტრედიას მოთამაშის გოლს სხვადასხვა პოპულარული გამოცემები გამოეხმაურნენ.

ჩვენი ინფორმაციით, ქართულ და უცხოურ მსაჯთა კომიტეტმა ახვლედიანის ქმედება აქტიურად განიხილა და ამ განხილვის შედეგად, FIFA-მ შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც, თუ ფეხბურთელი მაისურს გოლის გატანამდე გაიხდის, გოლი არ ჩაითვლება, დაინიშნება ჯარიმა მეტოქე გუნდის სასარგებლოდ და ფეხბურთელი მიიღებს ყვითელ ბარათს.











