დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე განმეორებითი მატჩები გაიმართება, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა კი სტემფორდ ბრიჯზე შედგება, სადაც ჩელსი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, პარიზელებმა პირველ მატჩში 5-2 იმარჯვეს.
ამ შეხვედრის წინ, ფრანგულმა პრესამ იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომლებიც დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან. ამ სიაში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც ამ სეზონში უკვე ორი ყვითელი ბარათი მოუგროვდა და იმ შემთხვევაში თუ ქართველი ფეხბურთელი დღეს კიდევ ერთ გაფრთიხლებას მიიღებს და პარი სენ-ჟერმენი 1/4 ფინალშიც გავა, 25 წლის შემტევს პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად დისკვალიფიკაციის ზღვარზეა ნუნუ მენდეშიც, ხოლო ჩელსის მხრიდან მსგავს სიტუაციაში ენცო ფერნანდესი და ანდრეი სანტოსი არიან.









