დღეს გაიმართება ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მერვედფინალური მატჩები. დიდ ინტერესს იწვევს ტოპ ხუთ ლიგის წარმომადგენლების დუელი: ბირმინგემის ასტონ ვილა ესტუმრება ლილს, ლიონი კი ვიგოს სელტას. მთავარი კი იტალიური დერბი: რომას სტუმრობა ბოლონიასთან.
რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, ასეთი არის ორი - ირაკლი აზაროვის შახტარი ლეხ პოზნანს ესტუმრება, თორნიკე მორჩილაძე კი რიეკასთან ერთად სტრასბურგს მიიღებს. თბილისის დინამოს ექს-ვინგერმა უკვე მოასწრო ევროსარბიელზე 1 შეხვედრის ჩატარება, პლეიოფში ნიქოზიას ომონიასთან.
ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ადრინდელი მატჩები გაიმართება 21:45 საათზე, გვიანდელი კი 23:55-ზე.









