საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა. შეჯიბრება 4-14 სექტემბერს გაიმართება. მსოფლიოს პირველობას ინგლისის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.
მსოფლიოს ჩმპიონატზე საქართველოდან 7 მოკრივე იასპარეზებს, მათ შორის საქართველოს ნაკრების ლიდერი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ლაშა გურული.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
სახილ ალახვერდოვი (50კგ.)
არტუშ გომციანი (60კგ.)
ლაშა გურული (65კგ.)
ლუკა ნიქაბაძე (70კგ.)
გიორგი ნატროშვილი (75კგ.)
გიორგი ყუშიტაშვილი (85კგ.)
გიორგი ჭიღლაძე (90კგ.)









