LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ჩაკვეტაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით 5 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
არადა, მიმდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველი ბრწყინვალე ფორმაშია და ბევრი სირთულის შემდეგ, სასურველ ფორმას დაუბრუნდა.
ჩაკვე და უოტფორდი წელს პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვიან, თუმცა შანსი მცირეა. გუნდს 53 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზეა. ჩაკვეს მონაგარი კი 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.









