პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა, ანანო აფაქიძემ და მარიამ რაგიმოვმა, 2027 წლის ევროპული თამაშების ორი ლიცენზია მოიპოვეს.
ლიცენზიის მოსაპოვებლად სინქრონულ ხტომებში ფინალში გასვლა იყო საჭირო. ფინალის საგზური ქართველმა სპორტსმენებმა 47,520 ქულით მოიპოვეს.
ევროპული თამაშები 2027 წელს თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩატარდება.









