საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.
მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ გეგეშიძის ხელმძღვანელობით ნაკრების წევრებმა 5 მედალი მოიპოვეს და 118 ქულა დააგროვეს.
ვერცხლის პრიზიორები იური ლომაძე (72 კგ.), რამაზ ზოიძე (77კგ.) და ვახტანგ ლოლუა (55კგ.) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლები დიეგო ჩხიკვაძემ (67კგ.) და გელა ბოლქვაძე (82კგ.) მოიპოვეს.









