დადასტურებულად — ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა! დიახ, ქართველი ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს იმაზე ბევრად ადრე დაუბრუნდა ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
თავიდან იყო ვარაუდი, რომ 24 წლის შემტევი მიმდინარე კვირაში ვარჯიშს ვერ განაახლებდა, თუმცა ლუის ენრიკესთვის საბედნიეროდ, კვარაცხელია უკვე დაბრუნდა და სათამაშოდ მზადაა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ის მომდევნო ტურში სამატჩო განაცხადში მოხვდება. შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენი 8 თებერვალს მარსელს დაუპირისპირდება. ეს საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.









