ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევანტემ გიორგი ქოჩორაშვილის კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედება გადაწყვიტა - არსებული ხელშეკრულება ( 2025 წლამდე გრძელდებოდა) ორი წლით გახანგრძლივდება და 2027 წლის ივნისამდე იმოქმედებს. კლუბმა ფეხბურთელს ეს ინფორმაცია უკვე აცნობა, შესაბამისად, ლევანტეს ოფიციალური ცნობა უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
24 წლის ქართველ ნახევარმცველს ახლა კუნთის ტრავმა აქვს, თუმცა ბოლო ინფორმაციით, გიორგი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა და წესით ვარჯიშს მალე განაახლებს.
მიმდინარე სეზონზე ქოჩორაშვილს ლევანტეს მაისურით ჯამში 16 მატჩში მოუგროვდა, რა დროშიც 2 გოლის გაიტანა მოახერხა. ლევანტე ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.