ეს გამარჯვება ვალენსიური კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ მატჩამდე, მათ ზედიზედ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ.
ძირითად შემადგენლობაში იყო ლევანტეს ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც წარმატებული მატჩი ჩაატარა, სტაბილურად იდგა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო.
11 ტურის შემდეგ, ლევანტეს 18 ქულა აქვს, მე-6 პოზიციაზეა და ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.









