კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართება მატჩი ქუთაისის ტორპედოსა და ომონიას შორის.
მატჩის წინ კომენტარი ომონიას მთავარმა მწვრთნელმა ჰენიგ ბერგმა გააკეთა.
"ტორპედო საკმაოდ კარგი გუნდია, პირველ მატჩში დიდი კონკურენცია გაგვიწიეს და განმეორებითი მატჩი კიდევ უფრო რთული იქნება, თუმცა ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.
ჩვენს სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, ხვალ კი ქუთაისელი გულშემატკივარი ტორპედოსთვის უპირატესობა იქნება. როგორც ვთქვი, ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. სავსე ტრიბუნებზე თამაში კი ნებისმიერ ფეხბურთელს სიამოვნებს", - განაცხადა ომონიას მწვრთნელმა.









