სუპერლიგის 2023/24 სეზონის გამარჯვებული ქუთაისი გახდა! კოტე ტუღუშის გუნდმა ფინალური სერიის მეოთხე მატჩში, კავკასია კიდევ ერთხელ დაამარცხა და ტიტულსაც დაეუფლა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 82:90 დაფიქსირდა, ფინალური სერია კი 1-3 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დეტრიკ ბრაუნიგი გახდა. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 29 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი იყო.
სუპერლიგის თასი 1-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ქუთაისში ბრუნდება.