ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქუთაისის ტორპედო გუნდის მთავარმა ლიდერმა ბიორნ იონსენმა დატოვა და კარიერას ვიეტნამში გააგრძელებს.
ნორვეგიელი ფორვარდი ტორპედოში 2 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და ორივე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
2024 წლის სეზონში იონსენმა 23 გოლი გაიტანა, 2025 წლის სეზონში კი 21 გოლი და გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მოგეხსენებათ, ტორპედომ უკვე გაიფორმა გიორგი არაბიძე და კიდევ აპირებს რამდენიმე მოთამაშის დამატებას, რომლის შესახებ ინფორმაციასაც უახლოეს მომავალში მოგაწვდით.









