2025/26 წლების სეზონის ევროტურნირები ქართული კლუბების გარეშე ჩაივლის — კონფერენს ლიგას ქუთაისის ტორპედოც გამოეთიშა.
ქუთაისურმა კლუბმა საკუთარ კედლებში კვიპროსულ ომონიას უმასპინძლა და უშანსოდ, 0-4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ კლუბების პირველი მატჩი ასევე მეტოქის გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.
დღეს, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს კიდე ორი ქართული კლუბი, გორის დილა და თბილისის სპაერი გამოეთიშნენ. ორი დღის წინ კი იბერიამ ესტონურ ლევადიას ბარიერი ვერ გადალახა.









