"ჩაკვეტაძეს ძალიან უნდოდა ბრისტოლ სიტის წინააღმდეგ თამაში, თუმცა მას ტკივილებიც აწუხებდა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ასე გრძელდება. რა არის გიორგის დაზიანების მიზეზი? გადატვირთულობა. მიმდინარე სეზონის განმავლობაში მან ჩაატარა ძალიან ბევრი შეხვედრა, როგორც უოტფორდის, ისე საქართველოს ეროვნული გუნდის რიგებში.
ახლა ვმუშაობთ სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელიც ქართველ გამთამაშებელს დაბრუნებაში დაეხმარება", - განაცხადა ინგლისელმა მწვრთნელმა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიპის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ლონდონელები პრემიერ ლიგის საპლეიოფო ადგილს 4 ქულით ჩამორჩებიან.











