მატჩის შემდეგ კომენტარი ვალენსიას ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა. მოგეხსენებათ, ამ მატჩში მამარდაშვილმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია, 6 სეივი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
"დერბიში თამაში ყოველთვის რთულია და ეს თავიდანვე ვიცოდით. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ მოსაგებად უფრო მეტი ენერგია და სითამამე გვჭირდებოდა.
ბურთი უკეთესად უნდა გაგვეკონტროლებინა და უფრო მეტი მომენტიც გვექნებოდა", - განაცხადა მამარდაშვილმა, რომელიც ამ მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოფრინდება და ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება.










