სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სერია ა-ს მორიგი მატჩი, სადაც ბოლონიამ ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ინტერს ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოუგო. ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა მეტოქე 1-0 დაამარცხა, რითაც "ნერაძურიმ" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
ამ მატჩის შემდეგ, სერია ა-ს ორი ლიდერი ჰყავს — ნაპოლისა და ინტერის 71-71 ქულა აქვს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი.
რა მოხდება ნაპოლი და ინტერი ჩემპიონატს თანაბარი ქულებით თუ დაასრულებენ?
2022 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, თუ გუნდები ჩემპიონატს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, გაიმართება ერთი დამატებითი ფინალური შეხვედრა, სადაც ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. გუნდები ითამაშებენ ერთ 90-წუთიან მატჩს, სადაც გამარჯვებული სკუდეტოს დაეუფლება. თუ ეს მატჩიც ფრედ დასრულდება, გუნდები დამატებით ორ ტაიმს არ ითამაშებენ, არამედ პირდაპირ პენალტების სერია გაიმართება.









