რამდენიმე ჩაშლილი გარიგების შემდეგ, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობამ მიმართა ესპანელ მწვრთნელს, რომელთანაც დღემდე საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. მანჩესტერ სიტის დამრიგებელმა ბავარიელებს ურჩია სწორედ ბარნლის ყოფილი თავკაცი, რომელიც საფეხბურთო კარიერის დროს მისი შეგირდიც იყო.
53 წლის მწვრთნელმა კომპანი დაახასიათა როგორც ნიჭიერი, იმედისმომცემი, ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელსაც ძალიან ბევრი ახალი იდეები აქვს. გვარდიოლამ ასევე აღნიშნა, რომ ბელგიელი დამრიგებელი ალიანც არენას იდეალურად მოერგება. სწორედ აღნიშნული საუბრის შემდეგ მიიღეს გერმანელებმა საბოლოო გადაწყვეტილება.
არაოფიციალური ვერსიით კი ბაიერნის საოცნებო კანდიდატად კვლავ პეპი რჩება, თუმცა მისი უარის შემდეგ, კლუბი გადაერთო მისი ფილოსოფიის მიმდევარზე. შეიძლება ითქვას, რომ ესპანელი ტაქტიკოსის ერთ-ერთი მოსწავლე არის ვენსანიც, რომელიც მისი ხელმძღვანელობით 3 სეზონის მანძილზე თამაშობდა.











