ამ ციტატით წერა იმიტიმ დავიწყეთ, რომ ნაპოლიზე მეტად კვარაცხელიას ბედი და მისი თამაში გვაინტერესებს. არველაძის სიტყვები მართლდება და კვარას კარგი სტატისტიკა აქვს - 10 გოლი, 6 ასისტი, მაგრამ ნაპოლის მდომარეობა კითვის ნიშნის ქვეშ დგას.
ნეაპოლელებმა კვლავ ვერ მოიგეს. 33-ე ტურში ემპოლისთან 1:0 დამარცხდნენ და არათუ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ ევროტურნირებზე გასვლის შანსებსაც კარგავენ. რა სჭირს გუნდს?
მიზეზები და გუნდში არსებული ვითარება კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ უნდა შეაფასოს, თუმცა ზოგადი ფონი, რომელიც გუნდშია შექმნილი, საკმაოდ კრიტიკულია.

წარმოიდგინეთ, ბოლო თვეებში კვარაცხელია აქტიურად კითხულობს სიახლეებს იმის თაობაზე, რომ მისი შეძენით ევროპის ტოპ კლუბები ინტერესდებიან, მათ შორის ბარსელონა და ინტერესი რეალურია, მოტივაცია გეძლევა, რომ კარიერაში ახალი, წინგადადგმული ნაბიჯები გქონდეს, ამასობაში კი პარალელურად გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სიტყვით გამოდის და ამბობს, კვარაცხელია ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს მის ირგვლივ ავაწყობო.
კვარაცხელიას რომ მყარი ფსიქოლოგია და მენტალობა აქვს, ბევრჯერ დაამტკიცა, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია, როცა იცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბები გიწვევენ და შენი გუნდი დარჩენასა და ახალ კონტრაქტზე გესაუბრება.
ანალოგიური სიტუაციაა ნაპოლის კიდევ ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაშიც. მისითაც ტოპ გუნდები ინტერესდებიან, მათ შორის ჩელსი და პსჟ, გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა და მისი მომავალიც გაურკვეველია.
გუნდის მთავარი ლიდერების გაურკვევლობა, დაულაგებელი სიტუაცია და ის, რომ მათ არ იციან, რა იქნება მომავალში, გუნდის შედეგებზე ისახება. ამ მდგომარეობაში ნაპოლის ვერც მწვრთნელის შეცვლა და ვერც ტაქტიკური მონახაზი შველის.
ფეხბურთში ნაჩვენები შედეგები რომ მხოლოდ მოედანზე არ წყდება და სხვა გარე ფაქტორებიც არსებობს, ეს ბევრჯერ დამტკიცდა და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა.
უშუალოდ მოედანს რაც შეეხება, ნაპოლის დაცვიდან დაწყებული, უსუსტესი ფეხბურთელები ჰყავს, უამრავი შეცდომით. გასული წლის ტრიუმფის შემდეგ, კლუბის მენეჯმენტი კრიტიკას ვერ უძლებს.
მართალია წლების განმავლობაში ვოცნებობდით, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის მსგავს გუნდში გადასულიყო, მაგრამ კვარაცხელია უკვე იმ დონეზეა, რომ შანსი და შესაძლებლობა აქვს უფრო დიდ გუნდში ითამაშოს.









