31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან.
პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და შანსები შეაფასა.
"ბედნიერი ვარ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ. ჩემთვის ეს დიდი ოცნება იყო და ყველაფერი ძალიან მალე მოხდა.
შანსები ინტერთან? - ურთულესი მატჩი იქნება. ფინალში გასვლა ინტერმაც დაიმსახურა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ"









