ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა გუტიმ ერთმანეთს თანამედროვეობის გამორჩეული ფეხბურთელები იამალი და მბაპე, ლეო მესის და კრიშტიანო რონალდუს შეადარა.
"ვფიქრობ, რონალდუს დონემდე ვერავინ მივა. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც რეალში უწყვეტი და სტაბილური ეპოქა შექმნა. ეს ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
რონალდუს და მესის ფეხბურთელი იმ შემთხვევაში აჯობებს, თუ მათსავით სტაბილურობას შეინარჩუნებს და არა 10 თამაშით გაიბრწყინებს, არამედ 10 წლის განმავლობაში მაღალ დონეზე იქნება.
მბაპეს და იამალს საინტერესო გამოწვევა აქვთ, რომ ეს გააკეთონ. დღედღეობით, მბაპეს სახით წარმოუდგენელ ფეხბურთელს ვხედავთ, რომლის წყალობითაც იგებს რეალი თამაშებს.
მას და იამალს აქვთ პოტენციალი, რომ ოქროს ბურთი მოიგონ.მარადონამ მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატი ძლიერი გუნდის გარეშე მოიგო, მესიმ და კრიშტიანუმ კი ზედიზედ ათი წლის განმავლობაში 50 გოლი გაიტანეს. ამის მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. კილიანს ამ მიღწევასთან ლამინზე უფრო ახლოს ვხედავ", - განაცხადა გუტიმ.









