ატალანტას მიერ ევროპა ლიგის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, იტალიას შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 6 კლუბით იყოს წარმოდგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში არაფერი შეიცვლება და გასპერინის გუნდი ასპარეზობას მე-5 ადგილზე დაასრულებს, ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 ადგილოსანი რომაც გავა.
ატალანტას სერია ა-ში 2023/24 წლების სეზონში ორი მატჩი აქვს დარჩენილი - ტორინოსთან და ფიორენტინასთან. ორივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში, რომა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება.











