პსჟ-ს 10 ქულა აქვს, 22-ე პოზიციას იკავებს და ბოლო ტურში სტუმრად შტუტგარდს დაუპირისპირდება.
ამჟამინდელი მონაცემებით, პარიზელებს ფლეი-ოფში გასვლის დიდი შანსი აქვთ, თუმცა თუ შტუტგარდთან მინიმუმ ფრეს ითამაშებენ, შემდეგ ეტაპზე 100%-ით გავლენ.
ყველაზე ცუდ ვარიანტში, პსჟ რომ ფლეი-ოფში ვერ გავიდეს, მათ გერმანულ კლუბთან უნდა წააგონ, პარალელურად კი თავიანთი შეხვედრები სპორტინგმა და მან.სიტიმ უნდა მოიგონ. შესაბამისად, ლუის ენრიკეს გუნდის მთავარი მიზანი შტუტგარდთან მინიმუმ ქულის მოპოვებაა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა, ფლეი-ოფიდან პსჟ-ს მაისურით საქმეში ხვიჩა კვარაცხელიასაც ვიხილავთ.










