ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის საშიშროების წინაშე დგას. პრემიერ ლიგაში ჩატარებული 29 მატჩის შემდეგ, მერსისაიდელები 48 ქულით მე-6 პოზიციაზე არიან. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მომავალ სეზონში ინგლისი უდიდესი ალბათობით წარმოდგენილი იქნება 5 კლუბით, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, "წითლები" ხუთეულში არ არიან.
ტოპ ხუთში ვერ მოხვედრის შემთხვევაში, ენფილდის ბინადრებს რჩებათ ერთადერთი გზა - ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება. ხუთეულში შესვლა ან ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოგება, არნე სლოტის გუნდს სხვა ვარიანტი არ აქვს. ვერ მოხვედრის შემთხვევაში კი ლივერპული 120 მილიონ ფუნტს დაკარგავს.
ცხადია, ეს ფაქტი მერსისაიდული გუნდის სატრანსფერო გეგმებზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ვულვერჰემპტონთან მარცხის შემდეგ, აღნიშნულ თემაზე ისაუბრა ვირჯილ ვან დაიკმაც, რომელმაც აღნიშნა, "წითლების" დონისა და ამბიციების მქონე გუნდი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ყოველთვის უნდა გადიოდეს.









