მატჩის დასრულების შემდეგ, Lagazzetta.ge-სთან ბორჯღალოსნებმა ისაუბრეს:
ვასილ ლობჟანიძე: "გუნდური თამაშის მოლოდინი იყო. სამწუხარიდ, ბევრი შეცდომა დავუშვით. მეტი ლელოს დადება შეგვეძლო, შედეგი შეიძლება ისეთი ვერაა, როგორიც ყველას გვსურდა მაგრამ გამარჯვება და რა თქმა უნდა, სასიხარულოა.
ლუკა მატკავა: "თამაშს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ შვეიცარიასთან შედარებით ნიდერლანდები ძლიერი გუნდია და ვთვლი, რომ ის ანგარიში არ დაფიქსირდა, რაც გვსურდა. დასანანია, რომ ლელო მივიღეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ტურნირი მიღებული ლელოს გარეშე დაგვესრულებინა. ამ თამაშში ბევრად მეტი შეგვეძლო."
გიორგი კვესელაძე: "კარგი ისა, რომ მოვიგეთ. ასე თუ ისე, კარგი ანგარიშით, მაგრამ ვთვლი, რომ თამაშის ხარისხი წინა, შვეიცარიასთან, მატჩთან შედარებით ცუდი იყო. შემდეგ კვირაში უფრო ძლიერ ნაკრებს, ესპანეთს ვეთამაშებით და ვეცდებით, ხარისხი გამოვასწოროთ და რა თქმა უნდა, გავიმარჯვოთ.”
ესპანეთი - საქართველოს მატჩი 16 თებერვალს, მადრიდში გაიმართება.









