სერია A-ს მე-7 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მილანმა ფიორენტინა მძიმე ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა. "როსონერის" რაფა ლეაომ ულიდერა, რომელმაც "ლა ვიოლას" დუბლი შეუსრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ლუკა მოდრიჩმა პორტუგალიელი ფეხბურთელის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
"რაფა საოცარი მოთამაშეა.მოუთმენლად ველოდი მასთან ერთად თამაშს, მაგრამ სამწუხაროდ სეზონის სტარტზე ტრავმა მიიღო და ამის საშუალება აქამდე არ მომეცა. ახლა მთავარია, რომ მოედანზე დაბრუნდა და იმ თამაშის ჩვენება დაიწყო, რომელსაც მიგვაჩვია - ჩვენ ასეთი რაფა გვჭირდება.
ის საოცრად ნიჭიერია - ეს დავინახე წინა წლებში, როცა მას შორიდან ვაკვირდებოდი და ახლა ამაში პირადად დავრწმუნდი, როცა მისი თანაგუნდელი გავხდი. მას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ და რაც ყველაზე მთავარია, ჯერ კიდევ შეუძლია გაუმჯობესება.
ვიმედოვნებ, რომ ფიროენტინასთან გატანილი გოლები დაეხმარება მას თავდაჯერებულობის გაზრდაში და გუნდის მთავარი ფიგურა გახდება. რაფა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ."
შეგახსენებთ, მილანმა ფიორენტინასთან გამარჯვების შემდეგ, სერია A-ში პირველ ადგილზე გადასვლა მოახერხა. "როსონერის" 7 ტურის შემდეგ, 16 ქულა აქვს და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.









