ვარანმა საფეხბურთო კარიერა ფრანგულ ლანსში დაიწყო, საიდანაც 2011 წელს რეალ მადრიდში გადაბარგდა. ფრანგ ცენტრალურ მცველს საუკეთესო წლები სწორედ სამეფო კლუბში ჰქონდა, სადაც ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა: 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი და სხვა არაერთი ტიტული.
შემდეგ იყო ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში, სადაც ფეხბურთელმა ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასების მოგება მოახერხა.
უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელს საკმაოდ წარმატებული სანაკრებო კარიერა ჰქონდა — ვარანი 2018 წელს, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2021 წელს უეფას ერთა ლიგის მოგებაც შეძლო.
და ბოლოს კომო, სადაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ტრანსფერი, შემდეგ ტრავმა და გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი კარიერის ასრულებს.









