2025 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერი) მეოთხე ტურში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკა ახალ ზელანდიას ესტუმრა და მეტოქე 43-10 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში სტუმრებმა 6 ლელო დადეს, 5 ზუსტად გარდასახეს და 1 ჯარიმაც გაიტანეს, ხოლო მასპინძლების ანგარიშზე მხოლოდ თითო გარდასახული ლელო და ჯარიმაა.
სპრინგბოქსის მხრიდან დუბლი კოლბიმ გაიფორმა, ხოლო თითო ლელო ლიბოკმა, ვილემსმა, სნიმანმა და ესტერუზენმა დადეს. ოლ ბლექსის მხრიდან კი თავი ლეროი კარტერმა გამოიჩინა.
ამავე ტურის მეორე დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, სადაც არგენტინამ ავსტრალია გასვლაზე 28-26 დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა. შემდეგ ტურში, ახალი ზელანდია ავსტრალიას უმასპინძლებს, ხოლო არგენტინა სამხრეთ აფრიკას ესტუმრება.
სატურნირო ცხრილი 4 ტურის შემდეგ









