2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა და მეტოქე მარტივად, 62-32 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა 10 ლელო დადეს და მხოლოდ 4 მიიღეს. ბორჯღალოსნებიდან თავი ჰეთ-თრიკი ნინაშვილმა გაიფორმა, დუბლის ავტორი ტაბუცაძე გახდა, ხოლო თითო ლელო სპანდერაშვილმა, ლობჟანიძემ, კარკაძემ, ჯაფარიძემ და კვატაძემ დადეს.
3 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში 14 ქულა მოაგროვა, პირველი ადგილი დაიკავა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც რუმინეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისში გაიმართება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი — ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს









