2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე ესპანეთს უმასპინძლა და მეტოქე 42-30 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ბორჯღალოსნების მხრიდან დუბლი დემურ თაფლაძემ გაიფორმა, ხოლო თითო ლელო ვანო კარკაძემ, დავით ნინიაშვილმა, ბაჩუკი ჭუმბაძემ და ლუკა მატკავამ დადეს. გარდასახვები კი ზუსტად თედო აბჟანდაძემ და ლუკა მატკავამ შეასრულეს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც B ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება.









