რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით, 38:3 დაამარცხა.
"ბორჯღალოსნების" მხრიდან ლელო პერანიძემ, ტაბუცაძემ, კვესელაძემ, ბაბუნაშვილმა და თაფლაძემ დადეს, ხოლო ერთი ლელო მსაჯმა თამაშის წესების დარღვევისთვის ჩათვალა. ესპანეთმა კი მხოლოდ 1 ჯარიმის გატანა შეძლო.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალური მატჩები 2-3 მარტს გაიმართება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი - საქართველომ ესპანეთი დაამარცხა









