საქართველო მორიგ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენი ქვეყანაუმასპინძლებს, რაც ქართული რაგბისთვის საერთასორისო აღიარება და ახალი შესაძლებლობაა.
შეგახსენებთ, პირველად არნიშნულ ტურნირს ჩვენმა ქვეყანამ 2017 წელს უმასპინძლა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბიმ საქართველოს საორგანიზაციო მხარეს უმაღლესი შეფასება მისცა და ჩემპიონატი საუკეთესო დორგანიზებულ 20-წლამდელთა ჩემპიონატად აღიარა.
2017 წელს შეჯიბრებაში 12 გუნდი მონაწილეობდა, ჩემპიონის ტიტული კი ახალმა ზელანდიამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა, ხოლო საქართველომ ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა.
2026 წელს ჩემპიონატი კვლავ თბილისსა და ქუთაისში გაიმართება,მაგრამ ამჯერად, მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება.
მომავალ წელს საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომელიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. აღნიშნულ ნაკრებებს 4 ქვეყანა, წინა წლის ალაფაზე მოწინავე ადგილების გათვალისწინებით, დაემატება, - ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი.
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთნ დაკავშირებით, მსოფლიო რაგბის შეჯიბრებებისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნაიჯელ კასმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ ისაუბრეს:
ნაიჯელ კასი:„მოხარულები ვართ 20-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარების შესაძლებლობით - ქვეყანაში, რომლის ერს თამაშისადმი განსაკუთრებული სიყვარული და მსოფლიო დონის ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს“.
ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში ბრუნდება, ამჯერად 16 გუნდით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასახული მიზნის მისაღწევად, რაც გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის საერთაშორისო დონეზე თავის გამოჩენის შესაძლებლობას გულისხმობს“.
მზად ვართ, საქართველოს რაგბის კავშირთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩავატაროთ კიდევ ერთი დაუვიწყარიჩემპიონატი. ამავდროულად, ვუსურვებ წარმატებას ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას ხვალინდელ ფინალში."
დავით კაჭარავა: „უკვე მეორედ ვმასპინძლობთ 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ამბავია.ჩემპიონატისფორმატი იზრდება და 2026 წელს საქართველოში 12-ის ნაცვლად 16 გუნდი ითამაშებს. გამოწვევას კარგად უნდა გავართვათ თავი და 2017 წლის მსგავსად, ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი ჩავატაროთ.
ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც მხარს გვიჭერს და გვერდში გვიდგას. სწორედ ხელისუფლების დახმარებით გახდა შესაძლებელიჩემპიონატისმასპინძლობის უფლების მოპოვება, რადგან მათი გარანტიების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ვფიქრობ, 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოში რაგბის განვითარების კუთხით ახალ ტალღას გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება რაგბით. დამწყებ მორაგბეებს ექნებათ შესაძლებლობა თავისი თვალით იხილონ თუ როგორ თამაშობენ მსოფლიო რაგბის გრანდები და ამომავალი ვარსკვლავები.
თამაშები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და ეს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს ქართულ რაგბს. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ რაგბის გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა დაესწრონ თამაშებს და მონაწილეობა მიიღოს ამ დიდ სარაგბო ზეიმში.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ქვეყანას და რაგბის სამყაროს ამ დიდ მოვლენას. მადლობა როგორც მსოფლიო რაგბს ამ გადაწყვეტილებისთვის, ასევე ჩვენს ხელისუფლებას გვერდში დგომისთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. წინ არის გამოწვევა, რომელსაც მაქსიმალურად კარგად უნდა გავართვათ თავი და მაქსიმალურიშედეგი მივიღოთ, როგორც სპორტული, ასევე ოპერაციული, მარკეტინგული და სხვა ნებისმიერი მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნისა და რაგბისათვის ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მთელი საქართველო ზეიმით შეხვდება. რთულ პერიოდში სპორტი არის მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც დიდი ერთობის და სიხარულის მოტანა შეუძლია, მით უმეტეს, რომ საქართველოში სპორტი პრიორიტეტად არის დასახელებული და ასეთი დიდი ტურნირის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“.









