ოფიციალურად — პეპ გვარდიოლას განცხადებით, გუნდის ათიანმა რაიან შერკიმ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს დაახლოებით 2 თვე ვერ დაეხმარება.
ფრანგმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩიც გამოტოვა, სადაც მანჩესტერ სიტი ბრაიტონთან 2-1 დამარცხდა. ამ ტრავმის გამო, რაიან შერკი სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს ეროვნულ გუნდსაც ვერ დაეხმარება.
22 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.









