"ბარსელონური კარიერის ყველაზე მტკივნეული მარცხი? 0:3 რომასგან. ჩვენ ძალიან მარტივად დავთმეთ ის შეხვედრა. რა თქმა უნდა, რომას გამარჯვება იყო დამსახურებული, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავად ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ "ჯალოროსის" მოეგო. კონცენტრაციის პრობლემა გვქონდა.
სამწუხაროდ, დროის უკან გადახვევა და წარსულში დაბრუნება არ შეიძლება. ვერ შევცვლით ამ შედეგს, თუმცა ამის შესაძლებლობა მაინც რომ იყოს, ალბათ უფრო ნაკლები შეცდომის დაშვებას ვეცდებოდით. ფეხბურთი ცოცხლობს აწმყოთი, განვლილი მოვლენები კი ისტორიას რჩება", - განაცხადა ხორვატმა შუახაზელმა.











