LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 1%-იც არ არის იმის შანსი, რომ კვარაცხელია იუვენტუსში გადავიდეს და ჩვენივე ცნობით, თავად ფეხბურთელის პოზიციაც იდენტურია.
რაც შეეხება ბარსელონას, რამდენიმე დღის წინაც გაცნობეთ, რომ კატალონიური გრანდი კვარას უკვე დიდი ხანია აკვირდება და მის შეძენას ზაფხულში კვლავ შეეცდება, თუმცა არის ერთი პრობლემა - რამდენად შეწვდება ბარსელონა იმ თანხებს, რასაც ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ ითხოვს.
გასულ ზაფხულს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბარსელონამ კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები გააუქმა, სწორედ ფინანსები იყო.
კვარას წელსაც საოცარი სეზონი აქვს. ის საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის მთავარი ლიდერია და შესაბამისად, ნაპოლი ხვიჩას 100 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა. არ დავივიწყოთ, რომ საქმეში პსჟ-ც ჩართულია.









