ავარიის შედეგად მექსიკელი პილოტის ბოლიდი რამდენიმე ნაწილად დაიშალა და სპეციალური ტექნიკის დახმარებით გაიტანეს ავტოდრომიდან, რის შემდეგაც რბოლა გაგრძელდა.
რედ ბულმა დეტალურად შეისწავლა პერესის ბოლიდის დაზიანება და გუნდის ხელმძღვანელმა, კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ მისი აღდგენა 2-3 მილიონი დაჯდება: "ბოლიდის აღდგენას დაახლოებით 2-3 მილიონი დასჭირდება, რაც ბიუჯეტში პრობლემებს შეგვიქმნის."

შეგახსენბეთ, რომ საბოლოოდ 2024 წლის მონაკოს გრან პრი ფერარის პილოტმა, შარლ ლეკლერმა მოიგო - ის პირველი მონეგასკი მრბოლელია, რომელიც მონაკოს რბოლის გამარჯვებული გახდა.










