"რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ? - სპორტულ დირექტორობას ვაპირებ. მსურს, კვლავ საფეხბურთო სამყაროში ვიყო. ვინაიდან მწვრთნელად მუშაობა დიდი სტრესია, ამიტომ ჩემს თავს სპორტულ დირექტორად ვხედავ", - განაცხადა ჟირუმ.
37 წლის ფორვარდს "მილანთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ჯერჯერობით, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს.
მიმდინარე სეზონში ჟირუს როსონერიში საოცარი სტატისტიკა აქვს - 18 მატჩში მის ანგარიშზე 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.









