მომხმარებლის სურვილები Axis Towers Wellness Center-ში მანანა ჩანქსელიანმა გააერთიანა.
La Gazzetta dello Sport Georgia აგრძელებს ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ ფიტნეს რუბრიკას, ამჯერად გიყვებით ახალი მეთოდის, Pool Fitness-ის შესახებ, რომელიც წყალში სხვადასხვა სახის ვარჯიშს აერთიანებს.
Lagazzetta.ge-სთან Axis Towers Wellness Center-ის ინოვაციური პროგრამის, აუზის ფიტნესის ავტორმა, მწვრთნელმა და საქართველოს სინქრონული ცურვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მანანა ჩანქსელიანმა ისაუბრა:
- აუზის ფიტნესი პირველად დანერგეთ Axis Towers Wellness Center-ში, რას მოიცავს თქვენ მიერ შედგენილი პროგრამა?
- პროგრამა მოიცავს როგორც კარდიო, ასევე ძალისმიერ ვარჯიშებს წყალში. ძალიან საინტერესო კომბინაციაა, რაც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელია. აღსანიშნავია, რომ უფრო მეტ კალორიას ხარჯავ და კალორიების ხარჯვის მომენტს ვერ გრძნობ.
- ასაკობრივი შეზღუდვა აქვს?
- განსაკუთრებული ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, 14 წლიდან შეუძლიათ ივარჯიშონ. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის შედარებით დაბალი დატვირთვა იქნება, უფროსებზე - მეტი, თუმცა გააჩნია ადამიანი აქამდე როგორ იყო დატვირთული, ეს დეტალები განხილულია ვარჯიშის დაწყებამდე. პროგრამა სხვადასხვა ტიპის ვარჯიშს მოიცავს. გასაუბრების შემდეგ, შევარჩევთ დატვირთვას და მორგებული მეთოდებით ხდება ვარჯიშის ჩატარება.
- Pool Fitness-ის უპირატესობა რა არის?
- ვარჯიში არის მრავალსახსროვანი, დატვირთვა მოდის სრულად კუნთებზე და განსაკუთრებით კი ბირთვის კუნთებზე. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ქვედა წელის ტკივილები აქვთ. წყალში ბიო მექანიკა იცვლება და ჩონჩხზე დაწოლა ნაკლებია, რაც საშუალებას გვაძლებს დატვირთვა ნაკლებად ვიგრძნოთ.
ამასთანავე, ხდება კუნთის გამაგრება თიაქრებისა და დისკოზების დროს, წყალში ვარჯიში კი სასუნთ გზებზე და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ძალიან კარგია მთლიანი სხეულისთვის, მსგავსი ტიპის ვარჯიშები სხეულის ფორმებს გამოკვეთს, ასევე ხელს უწყობს ცელულიტის დაშლას.
- მოყვარულებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, თუმცა პროფესიონალი სპორტსმენებისთვის რამდენად აქტუალურია?
- აღნიშნული პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს სპორტსმენებზე. საქართველოს სინქრონული ცურვის ნაკრების წევრებს ამავე პროგრამით ვავარჯიშებ, ასევე, ჩვენ ვმუშაობთ აპნოეზე - ეს არის ახალი მიმართულება სინქრონულ ცურვაში - ჰაერის შეკავება, როგორ უნდა გააძლიერო ჰაერის შეკავება წყალქვეშ, ეს ვარჯიშები ნებისმიერი სახეობის სპორტსმენზეა მორგებულია. აუზის ფიტნესი სპორტსმენს რეაბილიტაციის პროცესშიც შეუძლია, მას შემდეგ, რაც ექიმის რეკომენდაცია იქნება წყალში ვარჯიშის შესახებ.
- ვინც ცურვა კარგად არ იცის, მათ რამდენად შეუძლიათ აუზის ფიტნესით დაკავდნენ?

- პროგრამაში გვაქვს ვარჯიშები, როგორიცაა კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა, ჰანტელებით მუშაობა წყალში, ასევე ჩვენ ვიყენებთ ლასტებს, რომლითაც ცურვა ძალიან მარტივია. ვინც ცურვა ნაკლებად იცის, სხვა დატვირთვას მივცემთ, ეს არ არის შემაფერხებელი ფაქტორი.
- შედეგი, დაახლოებით, რამდენ ხანში დგება?
- ინდივიდუალურია, ზუსტი ვადის განსაზღვრა რთულია, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დაახლოებით 3 თვე მაინცაა საჭირო რომ სრულფასოვანი შედეგი მივიღოთ. ფორმაში ჩადგომისთვის, გააჩნია მომხმარებელი რა დონეზეა მომზადებული, თუ ადამიანი ნავარჯიშებია, უკვე აქვს კუნთის ბაზა, შესაძლოა ერთ თვეშიც იყოს შედეგი. გააჩნია, რამდენად სტაბილურად ივარჯიშებს, კვირაში 3 ვარჯიში მაინცაა საჭირო, რომ შედეგამდე მივიდეთ.
- დარბაზში ფიტნეს ვარჯიშები აღარ დასჭირდებათ?
- ყველაზე მნიშვნელოვანია რისთვის ემზადება, თუ არის სპორტსმენი და გარკვეული მიზნები აქვს, რა თქმა უნდა, მხოლოდ წყალი დარბაზს ვერ შეუცვლის, მაგრამ ჭარბწონიანებისთვის რეკომენდებულია დაიწყოს აუზით და შემდეგ დარბაზში გააგრძელოს, ხოლო მოყვარულს Pool Fitness მარტივად შეუცვლის დარბაზს.
- მსგავსი ტიპის პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილია?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ჩემი საავტორო პროგრამა, რომელიც ჩემი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით შევადგინე. მსგავსი არის, მაგრამ კონკრეტულად ასეთი - არა. ახლა პირველად გავაკეთეთ და ვცდით, რადგან აკვა აერობიკას კარგი შედეგები აქვს, ასევე ცურვას და ეს ყველაფერი ერთად იქნება ძალიან ეფექტური.
- რამდენად მნიშვნელოვანია ვარჯიში ადამიანის ყოველდღიურობა იყოს?
- ეს არის ჯანმრთელობა და ძლიერი იმუნიტეტი. სპორტი გაძლევს მეტ ენერგიას და გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა ჯანსაღი და ლამაზი სხეული შევინარჩუნოთ. ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორიც გასათვალისწინებელია, ვარჯიში ანტიდეპრესანტია, წყალი კი ხსნის სტრესს.